ტრენერები

ნინო ჩალაძე

ტრენერი

ნინო ჩალაძე–ტრენერი, ფსიქოლოგი

2015 წლიდან დასაქმებულია სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“, სოციალური უნარების ტრენინგების სამსახურში.

განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2016 წელს მიენიჭა ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირებისა და კონსულტირების სპეციალიზაციით მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2013 წელს – სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით.

2016 წლიდან ჩართულია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის სპეციალურად შემუშავებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორალური და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის მოთხოვნებთან. ასევე არის საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორალური ასოციაციის წევრი.

ამჟამად მუშაობს ზრდასრულ პირებთან ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ასევე აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება.

როგორც ტრენერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს 100-მდე ტრენინგი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, შემდეგ  თემებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, მომსახურების სტანდარტები, გუნდური მუშაობა, გუნდური შეჭიდულობა, ტრენერთა ტრენინგი, პრეზენტაციული უნარები და სხვა.

2015-2016 წლებში იგი ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტის  „50 საჯარო მოხელე“ კოორდინაციის პროცესში. კომპლექსური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მან განახორციელა ტრენინგების მენეჯმენტი 33 განსხვავებულ თემაზე.

ამასთანავე, 2015 წლიდან დღემდე იუსტიციის სასწავლო ცენტრში განახორციელა 200-მდე სატრენინგო ჯგუფის მენეჯმენტი.

მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში, იგი კოორდინაციას უწევდა და ატარებდა ტრენინგებს პიროვნული განვითარების სხვადასხვა თემაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2013-2014 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროში. გაიარა გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული უნარებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით. პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში მიიღო სასწავლო-პედაგოგიური გამოცდილება ეთნიკურ უმცირესობებთან სკოლებში.

მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული იყო შემდეგ სფეროებთან: ფსიქოთერაპია, პროექტის კოორდინაცია, კვლევები, პედაგოგიურ-საგანმანათლებლო აქტივობა, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების მართვა.

ტრენერისა და თანატრენერის რანგში მას აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან გუნდური შეჭიდულობის, ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების სტანდარტებში ტრენინგების  ჩატარების გამოცდილება. იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი.