ტრენერები

თამარ ჯანანაშვილი

ტრენერი

 

2015 წლიდან დასაქმებულია სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“, სოციალური უნარების ტრენინგების სამსახურში.

განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2014 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2017 წელს მიიღებს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სპეციალიზაციით – ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება.

2015-2016 წლებში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტის  „50 საჯარო მოხელე“ დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში და მიიღო სასწავლო პროგრამების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების სრული ციკლის მართვის გამოცდილება.

ასევე, მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში, ჩართული იყო ტრენინგსაჭიროებების კვლევის პროცესში, კოორდინაციას უწევდა და ატარებდა ტრენინგებს პიროვნული კომპეტენციების განვითარების სხვადასხვა თემაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2012-2015 წლებში მუშაობდა კვლევების მიმართულებით საზოგადოებრივი პოლიტიკის და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტებში,ასევე ორგანიზაციაში – „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“. მას აქვს  ფსიქოდიაგნოსტიკური ინსტრუმენტის ადაპტირებისა და კვლევის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება ასისტენტ-მკვლევარის რანგში.

2016 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მან, როგორც ფსიქოლოგმა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, აქვს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან ფსიქოლოგად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

2012 წელს მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ჩართული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სკოლამდელი განათლება“ ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების პროცესში.

იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. 2016 წელს იმყოფებოდა მოლდოვაში ERASMUS + და FN-Forbundet  პროექტის Actors for Change ფარგლებში.

მისი ძირითადი საქმიანობა უკავშირდება პროექტის კოორდინაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს, კვლევებსა და  ტრენინგებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების პროგრამების მართვას.

ტრენერისა და თანატრენერის რანგში მას აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან გუნდური შეჭიდულობის, ეფექტიანი კომუნიკაციისა და ინოვაციების მართვის ტრენინგების  ჩატარების გამოცდილება. იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი.

ამასთან, მოხალისეობრივად ჩართულია სოციალურ კამპანიებში ნარჩენების მართვის თემაზე. ასევე, აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც ემსახურება ნარჩენების რეციკლირების  პრაქტიკაში დანერგვას.

2016 წელს მონაწილეობა მიიღო სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ 138 სატრენინგო ჯგუფის (2098 მონაწილე) მართვის პროცესში. ასევე, პროექტის „50 საჯარო მოხელე“ ფარგლებში – 22 სატრენინგო ჯგუფს, ხოლო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“  278 ჯგუფს (3045 მონაწილე)  გაუწია კოორდინაცია.