ტრენერები

მაია ხოსიტაშვილი

სოციალური ტრენინგების სამსახურის უფროსი

2010 წლიდან დასაქმებულია სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“. 

მიმდინარე საქმიანობა:

 

განათლება: ფსიქოლოგიისდოქტორობის კანდიდატი.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი დასოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

პროფესიული სპეციალიზაცია: დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), კერძოდ ლონდონის მენეჯმენტის ცენტრსა (LMC) და ბორმუთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში (BBSI) გაიარა პროფესიული სპეციალიზაცია მენეჯმენტის, ლიდერობის,  ადამიანური რესურსების მართვისა და კარიერის განვითარების მიმართულებით.

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა: პროექტის – ,,Social Leader Forum 2014“, კურსდამთავრებული;  პროექტის – ,,Youth Entrepreneurship – Start Up Here” (პოლონეთი), მონაწილე; პროექტის - ,,Youthpass“  (დანია) მონაწილე. 

ტრენერის კვალიფიკაცია: გავლილი აქვს ტრენერის (ლონდონის ტრენინგ ცენტრი – „IMPACT FACTORY“), მასტერ ტრენერისა და ტრენერთა განვითარების სპეციალისტის გადამზადება. 2012 წელს მიენიჭა დისტანციური სწავლების ეროვნული სპეციალისტის, ხოლო 2013 წელს – ამერიკის ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (NICHD) ტრენერის კვალიფიკაცია. 2017 წელს მოიპოვა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერის აკრედიტაცია.

2009 წლიდან ატარებს ტრენინგებს პიროვნული განვითარებისა და ორგანიზაციული მართვის 20-მდე სხვადასხვა საკითხზე. 2009-2017 წლებში ჩატარებული აქვს 250-ზე მეტი ტრენინგი – 3500-ზე მეტ სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის წარმომადგენელთან.

ხარისის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაცია: მან გაიარა გადამზადება და მოიპოვა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერის  აკრედიტაცია. ასევე, იგი 2014-2016 წლებში იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ISO რწმუნებული (Quality Management representative). 2017 წელს გადამზადდა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტში და მიიღო ხარისის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის (IRCA/190/1)  სპეციალიზაცია.

 

2008 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციებში შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის მართვა;
  • ხარისხის მართვა (ISO 9001; EFQM);
  • სამეცნიერო კვლევები;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • ადამიანური რესურსის მართვა;
  • მომსახურების მართვა;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამების მართვა.

 

აქვს სასწავლო/სატრენინგო და კვლევითი მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია და  სახელმძღვანელო.