ტრენერები

ნინო ქობალია

ტრენერი

 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სოციალური უნარების ტრენერია 2013 წლიდან.

ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი. 2008-2014 წლებში გაიარა სპეციალური მომზადების კურსები სოციალურ საკითხებზე დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ესტონეთში.

2013 წელს გახდა სერტიფიცირებული მედიატორი (“საქართველოს  მედიაციის  ცენტრი”,  პოლონეთის  რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტრო).

 

2015 წელს  მონაწილეობა მიიღო ტრენერთა საერთაშორისო სასწავლო კურსში „კონფლიქტის გადაჭრა“ (უკრაინა, ორგანიზაცია „Center for European Initiatives”).

სანამ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“ შეუერთდებოდა, ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა სოციალურ და განათლების საკითხებზე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციები – “Terre des hommes”,  „Everychild”). აქვს არაერთ სოციალურ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდებთან, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან, ყრუ და სმენადაქვეითებულ მოზარდებთან, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ა.შ.

2014-2016 წლებში, როგორც კვლევის კონსულტანტი, ჩართული იყო რამდენიმე პროექტში არასრულწლოვანთა ქორწინებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. გავლილი აქვს სპეციალური კურსი სოციალური კვლევის წარმოების მიმართულებით. (Sheffield Hallam University and Tbilisi State University)

როგორც ტრენერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს 150-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის  თემებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, მომსახურების სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, გუნდური მუშაობა, გუნდური შეჭიდულობა, ტრენერთა ტრენინგი, პიროვნული განვითარების პროგრამა მოზარდებისთვის და ა.შ.

პროფესიული განვითარების კუთხით გავლილი აქვს ტრენინგები და სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდასაჭერად.