სიახლეები

წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, კონფერენცია გაიმართა, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანია, საავტორო უფლებების შესახებ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

ახალგაზრდები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საავტორო უფლებებს, საგამომცემლო საქმიანობაში. მონაწილეები, აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში.

კონფერენცია ორგანიზებულია, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ, ერთობლივად.

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, მონაწილეებს გადაეცათ  კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პროექტ “50 საჯარო მოხელე”-ს ფარგლებში გამოცემული სტატიათა კრებული. ასევე, ახალგაზრდებმა მიიღეს სასაჩუქრე ნაკრები, დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან. 

 

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის ინიცირებით, კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სამთვიანი სტაჟირება საქპატენტში.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია:

http://goo.gl/nvbjtQ

http://goo.gl/2wFXPx

http://goo.gl/xX3Ch1

http://goo.gl/RJVYfU