მუნიციპალიტეტები

სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” მიერ მომზადებულია ახალი 28 სასწავლო პროგრამა სპეციალურად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებისათვის. ამას გარდა, მუნიციპალიტეტებს სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში” ასევე ეძლევათ სოციალური უნარების, ენების (ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა) და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სხვა პროგრამების გავლის შესაძლებლობაც.

ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ოფისში, ასევე მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ტრენინგ-პროგრამები სპეციალურად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებისათვის:

 

1. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივი საფუძვლები

2. მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობებზე ზედამხედველობის სამართლებრივი საკითხები

3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა

5. მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

6. პერსონალთან ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება (შრომითი ხელშეკრულების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შინაგანაწესისა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება)

7. მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურა

8. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები

9. პროექტის მომზადება და მართვა

10. ადგილობრივი თვითმართველობის მენეჯმენტის კონცეფცია: თეორია და პრაქტიკა

11. სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის საკითხთა შესახებ

12. სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა

13. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე

14. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო საქმეებზე

15. მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა

16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება,  დამტკიცება, შესრულება და ანგარიშგება

17. ზოგადი მუნიციპალური სამართალი (მოკლე კურსი)

18. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

19. საკრებულო და მისი მუშაობის ორგანიზაცია

20. მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების წესი და პირობები, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება, დარგობრივი ზედამხედველობის წესი

21. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება

22. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი

23. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება

24. ადმინისტრაციული წარმოება, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით

25. მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

26. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი და პროცედურა

27. კერძო სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები

28. საჯარო სამსახურის გავლა მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 ივლისიდან

დამატებითი ინფორმაციისთის დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge