საჯარო ინფორმაცია

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა;
მოქალაქეს უფლება აქვს, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში;
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გამომთხოვნ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა:

ასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარი;
პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარი;
კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში, ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);
დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარი (დისკეტის წარმოდგენის შემთხვევაში, ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);

სამართლებრივი აქტები

საჯარო ინფორმაციის შესახებ განცხადებების სტატისტიკა

სხვა საჯარო ინფორმაცია

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი:
მანანა მათუაშვილი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
ტელ: (+995 32) 238 22 59;
mmatuashvili@tjc.gov.ge
მისამართი: ქ. თბილისი, სანდრო ეულის 3ა, თბილისი, 0186, საქართველო

გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი: 2 405 599