21-22 სექტემბერს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1 კორპუსში გაიმართება ქ. თბილისის მერიის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტესტირების ეტაპი.
ტესტების პროფესიული ნაწილი მომზადებულია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის“ 2014 წლის 10 სექტემბრის N 73/სა ბრძანების დანართით განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში გამოყენებული იქნება 10 ლოგიკური და 5 მათემატიკური დავალება.
ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი N68.ბ.
პროცესის მონიტორინგით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 19 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელ - მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
გთხოვთ, იხილოთ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შექმნილი საგამოცდო ტესტის ვიდეო ინსტრუქცია მითითებულ ბმულზე.