სიახლეები

ალექსანდრე ძნელაძე

დაიბადა 1990 წელს ქ. თბილისში. განათლება მიღებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2012 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტის დარგში. ფლობს ინგლისურ  და რუსულ ენებს.

ამ პროექტმა გარდა იმისა, რომ მომცა ჩემი კვალიფიკაციის ამაღლების შანსი, შემძინა ბევრი ახალი და კარგი მეგობარი, როგორც მონაწილეები, ისე ორგანიზატორები. ყოველი მათგანი განსხვავებულია. სხვადასხვა სპეციალობები, უნარები, პიროვნების ხასიათები. პროექტის დასაწყისშივე ადვილად დავახლოვდით და საკმაოდ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. მეგონა რომ კონკურენცია იქნებოდა პირველობაზე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ყველა ერთ გუნდად მუშაობს და გამარჯვებული ყველა ერთადაა. ყველას თავისი წვლილი შეაქვს გუნდის წინსვლაში, ზოგს თავისი კრეატივით, ზოგს კი საქმის კეთების ენთუზიაზმით.

როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, გამიხარდა. დაინტერესებული ვიყავი ამ პროექტის აზრით, ვინაიდან ასეთი პროექტი პირველად ტარდება საქართველოში.

ჩემი ცხოვრების დევიზია: “ყოველ დღე გააკეთე ისეთი რამ, რისიც გეშინია.” - ელეანორ რუზველტი.

რამდენიმე წლის შემდეგ შევძლებ, რომ ვიყო საზოგადოების განვითარებისა და მშვიდობიანი ცხოვრების სამსახურში.“