დაიბადა 1992 წლის 22 ივლისს. 2010 წელს მედალზე დაამთავრა ქ. რუსთავის #2 საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოიპოვა 100% სახელმწიფო გრანტი. 2014 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2014 წლიდან, ასევე 100% სახელმწიფო გრანტით, სწავლობს New Vision University-ის სამაგისტრო პროგრამაზე- შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალი.
სამუშაო გამოცდილება: უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი NVU-იურისტი; ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია: ქალები უკეთესი მომავლისათვის-თანადამფუძნებელი/იურისტი; ქ. რუსთავის მერია - რეგისტრატორი; ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო-მოხალისე/პროგამების ასისტენტი; ELSA Tbilisi - ოფის მენეჯერი.
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროქტში, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ეუთოს ერთობლივი პროექტი თურქეთში- International Human Right Summer School; IES & NESG-International summer School-liberty law and economics; Youth Space & სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო- ადამიანის უფლებები და სიძულვილის ენა. და სხვა.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
შეკითხევბზე პასუხი:
რა საკვირველია, პირველი რეაქცია იყო უზომო სიხარული, შემდგომ მალევე მოვიდა შეგრძნება იმისა, რომ ჩემ ცხოვრებაში იწყება ერთ-ერთი საუკეთესო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი. ეტაპი, როდესაც შენ მხოლოდ შენს თავს აღარ ეკუთვნი.