სიახლეები

ხატია რეხვიაშვილი

დაიბადა 1991 წელს ქ. თბილისში. 2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  - სამართლის ბაკალავრი.

2013-2015 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართლის მაგისტრი. 2015 წელს სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე - მაგისტრანტი.

გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს შსს აკადემიაში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევითი პრაქტიკის მიმართულებით. სკითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში. 2013 წელს იყო  იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი/ადვოკატის თანაშემწე.

2014 წლის დეკემბრიდან - დღემდე ა.(ა.)ი.პ. სამოქალაქო ვექტორის თანადამფუძნებელი, იურისტი და პროექტების მენეჯერი.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ჩავთვალე, რომ მომეცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, უკეთ გავცნობოდი საჯარო სამსახურის სპეციფიკას, მიმეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება, მეზრუნა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე არ ვწყვეტ დასახული მიზნის მისაღწევად მუშაობას.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის , რომ მჯერა ცვლილებების.

ჩემი ცხოვრების დევიზია: ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა!

ის რაც შთამაგონებს  არის განსხვავებული ადამიანები და სამყაროსადმი განსხვავებული დამოკიდებულება.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის უფრო განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები უფრო საინტერესო ადამიანი, ვიდრე დღეს ვარ.