დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს, ქ. თბილისში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე სპეციალობით კონფლიქტების ანალიზი და მართვა.
2013-14 წლებში მუშაობდა „ევროპის აკადემიურ ცენტრში“, პროექტების მართვის მენეჯერად, 2014-15 წლებში კი ენების ცენტრში - „Seven Steps to Success”.
2011 წლიდან აქტიურად არის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ამჟამად დაკავებული თანამდებობა - პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტის ორგანიზებაში, მათ შორის „ქუთაისი გაეროს მოდელირება 2015“-კომიტეტის ხელმძღვანელად; „შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლა 2015“-თანაორგანიზატორად. ასევე, მონაწილეობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „ლიდერობა და სტრატეგიული ორგანიზებულობა“, IEFS-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „გენდერი და ლიდერობა“(2015), დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი - „მოლაპარაკების ხელოვნება“(2013), საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი - „საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნება, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ (2012 წელი) და „ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლის ტექნიკა“ (ბათუმი, 2013 წელი) და სხვა.