სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ამზომველების სერტიფიკაციის უფლება მოიპოვა

✔ სასწავლო ცენტრი პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ამზომველების სერტიფიკაციის უფლება მოიპოვა − მიიღო შესაბამისი აკრედიტაცია და დადებითად შეფასდა ხარისხის მართვის (ისო/იეკ 17024:2012/2014) სტანდარტთან შესაბამისობაზე.
✔ საკადასტრო სამუშაოებისათვის საჭირო სერტიფიკაციის გავლის მსურველებს იუსტიციის სასწავლო სთავაზობს უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილ პირთა მომზადების კურსს ➡ http://tcj.gov.ge/ka/news/270/

✔ ამზომველების სერტიფიკაციის საჭიროება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტის დამტკიცების, მისი ფორმისა და ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის შემდეგ დადგა. ახალი სტანდარტების დაწესების მიზანი მიწის მესაკუთრეთა და ამზომველთა უფლებების დაცვაა. ერთიანი სტანდარტი მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის დავის წარმოშობის შესაძლებლობას, სერტიფიცირებულ ამზომველს კი მიწის ნაკვეთის ცდომილების გარეშე აზომვას გაუმარტივებს და მოთხოვნადს გახდის კვალიფიციური ამზომველის საქმიანობას.

იხ.სერტიფიკაციის სქემა