სიახლეები

„გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“

 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან  თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანი სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.      

 

ვადები:

  • 2016 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 სთ : პროექტის პრეზენტაცია
  • 2016 წლის 19 ოქტომბერი - 2016 წლის 4 ნოემბერი: პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია
  • 2016 წლის 7-9 ნოემბერი: მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა მონაწილე გუნდებისათვის
  • 2016 წლის 10 ნოემბერი - 7 დეკემბერი: დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის
  • 2016 წლის 8 დეკემბერი - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა
  • 2016 წლის 19 დეკემბერი: ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება
  • 2016 წლის 20 დეკემბერი - 2017 წლის 23  იანვარი: დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის
  • 2017 წლის 4 თებერვალი- მეოთხედფინალი და ნახევარფინალი
  • 2017 წლის 5 თებერვალი- ფინალური ზეპირი მოსმენა და დაჯილდოება

 

პროექტის პარტნიორები:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

  • იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა
  • გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე
  • თითოეული გუნდი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს  5 სტუდენტისაგან

 

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები.

  • თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერით და ზეპირ რაუნდებში.
  • წერით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ზეპირ რაუნდში.

 

შეჯიბრის ენა:იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:

  • ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა
  • ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

პროექტის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 

მონაწილეთა რეგისტრაცია 

შეჯიბრის წესები

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

ანა ივანიშვილი (+995 555) 90 98 11; aivanishvili@justice.gov.ge