სიახლეები

ყვარლის სასწავლო ცენტრში, პერსონალური მონაცემების დაცვის ზამთრის სკოლა დასრულდა

   ყვარლის სასწავლო ცენტრში, პერსონალური მონაცემების დაცვის ზამთრის სკოლა დასრულდა. პროექტის მონაწილე ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა 1 კვირის განმავლობაში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღეს ცოდნა ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ, გაეცნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების დაცვის სპეციფიკა, ინსპექტორის მანდატი, არსებული კანონმდებლობა, ბალანსი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის, სოციალური ქსელები და დიდი მონაცემთა ბაზები.  

   პერსონალური მონაცემების ზამთრის სკოლა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.