სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყოველწლიური ეროვნული შეჯიბრის პრეზენტაცია

2017 წლის 21 მარტს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყოველწლიური ეროვნული შეჯიბრის პრეზენტაცია გაიმართა.

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრს ყოველწლიურად ახორციელებს.

 შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

 პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი გაიმართება სიმულაციების ფორმით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, 2017 წლის 2-4 ივნისს.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ 2017 წლის 13 აპრილის 16:00 სთ-მდე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებ.გვერდზე (www.tcj.gov.ge) განთავსებული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.

პრეზენტაციების განხორციელება ასევე იგეგმება ქ.გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.