საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ინიციატივით, 2017 წლის 1-2 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი გაიმართება.
ვადები:
N |
თარიღი |
აქტივობა |
1 |
1 – 8 მაისი, 2017 |
გუნდების რეგისტრაცია |
2 |
8 მაისი, 2017 |
კაზუსის გამოქვეყნება |
3 |
15 მაისი, 2017 |
საინფორმაციო შეხვედრა |
4 |
15 მაისი, 2017 |
ტესტირება (ტესტირება ჩატარდება ქართულ ენაზე) |
5 |
17 მაისი, 2017 |
ტესტირების შედეგების გამოქვეყნება |
6 |
17 მაისი - 15 ივნისი, 2017 |
წერილობითი პოზიციის მომზადება |
7 |
15 – 19 ივნისი, 2017 |
საუკეთესო 4 გუნდის გამოვლენა |
8 |
1 ივლისი, 2017 |
ნახევარფინალი |
9 |
2 ივლისი, 2017 |
დასკვნითი რაუნდი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომის იმიტაცია |
პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან.
პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.
პროექტში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სტრასბურგში გასამართი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ ეტაპზე, სადაც შინაარსობრივ საკითხებზე მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში „ELSA საქართველო“ უზრუნველყოფს მონაწილეობის საფასურის დაფარვას.
პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
იუსტიციის სასწავლო ცენტრი - მარიამ გელეტაშვილი, (+995) 558 99 58 39 mgeletashvili@tcj.gov.ge
ELSA Georgia- მარიამ ქაშაკაშვილი, (+995 598) 17 77 97, kashakashvili.mariam@gmail.com
კაზუსის შესახებ შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: gbaghdavadze@justice.gov.ge