სიახლეები

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო კურსი ჩაატარა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლებისთვის.

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი საგარეო საქმეთა სამინისტროს III და IV რანგის 16-მა საჯარო მოხელემ გაიარა. კურსის ბოლოს მონაწილეებმა ჩააბარეს გამოცდა, რის საფუძველზეც მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამის გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება. როგორც ცნობილია საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია 2019 წლის სექტემბერში მიენიჭა. “მოხელის მენეჯერული უნარები” და “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” - ეს ის პროგრამებია, რომლებზეც აკრედიტაცია 5 წლის ვადით გაიცა. საჯარო სამსახურს მსგავსი პროგრამები აქამდე არ ჰქონია. მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ იუსტიციის სასწავლო ცენტრზე აკრედიტაცია პირველად გასცა. 2015 წელს მიღებული კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებსაც ითვალისწინებს.