სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა ტესტირება ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ნოტარიუსთა პალატის სტაჟირების თეორიული კურსის დასკვნითი ტესტირება ჩაატარა. ტესტირება დისტანციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ რეკომენდაციის სრული დაცვით ჩატარდა, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზანს ემსახურება.
 
ტესტირება ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების თეორიული კურსი გაიარა. ტესტირებაში მონაწილეებს შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ ხვალ, 26 ნოემბერს. გამოცდის საბოლოო შედეგები კანონით დადგენილ ვადაში გამოქვეყნდება.
 
საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ წარმატებული სტაჟიორები გააგრძელებენ სწავლებას ნოტარიუსთა პალატაში და დაიწყებენ პრაქტიკულ კურსს. სტაჟირების დასრულების შემდგომ წარმატებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ დაიკავონ ნოტარიუსის თანამდებობა.
 
ინფორმაციისთვის, დაინტერესებული პირები ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირებას კონკურსის საფუძველზე გადიან. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის ბოლო სტაჟიორთა კონკურსი 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. მაშინ პროფესიული ტესტირება წარმატებით ჩააბარა 51-მა აპლიკანტმა. წარმატებული კონკურსანტები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატაში გადიან. სწავლების კურსი 10 თვიანია და მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს.
 
სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი საშუალებაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, საგამოცდო და ტესტირების პროცესს, ტრადიციულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს.