სიახლეები

პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზდების პროგრამა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში პენიტენციური სისტემის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა დაიწყო.

ორ თვიანი პროგრამა სახელწოდებით „სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ტექნიკების განვითარებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მიმართულებით“ 14 სხვადასხვა დასახელების ტრენინგს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში ორი ტრენინგ კურსი უკვე ჩატარდა: ტრენინგი „არტ-თერაპია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის“,
რომელიც მონაწილეებს (ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს) ეხმარება დახელოვდნენ არტთერაპიის პროგრამის ჩატარებაში, რათა შემდგომში, იგივე მოდულით თავად ჩაატარონ ტრენინგები პატიმრებთან და ტრენინგი სახელწოდებით „პენიტენციური სტრესის მართვა“ რომელიც დაეხმარება მონაწილეებს გაიღრმავონ ცოდნა პენიტენციური სტრესის და ციხის გარემოს გავლენის შესახებ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე; შექმნან სამიზნე ჯგუფში პოზიტიური ატმოსფერო და დაეხმარონ მსჯავრდებულებს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში.