სიახლეები

ტრენინგი „შემთხვევის მართვა და შეფასების ინსტრუმენტები“ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი „შემთხვევის მართვა და შეფასების ინსტრუმენტები“ ჩატარდა. ტრენინგი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გრძელვადიან მიზნებს ემსახურება.

ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს: გაიაზრონ საკუთარი როლი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროცესში; უზრუნველყონ ბენეფიციარის ჩართულობა შემთხვევის მართვის პროცესში; ბენეფიციართან მუშაობის პროცესში გამოიყენონ შეფასების ფორმები; განსაზღვრონ და განასხვავონ რისკების სახეები; გაიაზრონ მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპები და საკუთარი და გუნდის წევრების როლი შემთხვევის მართვის პროცესში.