სიახლეები

ტრენინგი სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მენეჯერებისთვის

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მენეჯერებისთვის ტრენერთა ტრენინგი „კრიზისული სიტუაციების მართვა“ ჩატარდა.

სამ დღიან ონლაინ ტრენერთა ტრენინგს ევროკავშირის პროექტის ექსპერტი, ბ-ნი ჯონ მაკგასკინი უძღვებოდა.

ტრენინგი ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის - პენიტენციური სისტემის გაძლიერება დანაშაულის განმეორების პრევენციის მიზნით - ხელშეწყობით ჩატარდა.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: კრიზისული სიტუაციების მართვის პრინციპები, გაუთვალისწინებელი შემთხვევების გეგმის შემუშავება, კრიტიკული ინცინდენტები, ინცინდენტის მართვის სტანდარტები და სხვა.

ტრენინგის მონაწილე პირები, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, შემდგომში თავად შეძლებენ აღნიშნულ თემაზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების გადამზადებას.

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებისთვის ტრენინგები 2018 წლიდან მიმდინარეობს.