სიახლეები

ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრში

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აგრძელებს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრირებით პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე მენეჯერებისთვის ტრენერთა ტრენინგი -„დინამიკური უსაფრთხოება“ ჩატარდა.

ტრენინგი ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის - პენიტენციური სისტემის გაძლიერება დანაშაულის განმეორების პრევენციის მიზნით - ხელშეწყობით ჩატარდა და მას ევროკავშირის პროექტის ექსპერტი, ჯონ მაკგასკინი უძღვებოდა.

ტრენინგზე ისაუბრეს მსჯავრდებულებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდებსა და ციხის შიგნით არსებული პროცესების მართვის საკითხებზე.

ინფორმაციისთვის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ტრენინგები პენიტენციურ დაწესებულებებში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებისთვის 2018 წლიდან მიმდინარეობს.