სიახლეები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი-ტრენერთა ტრენინგი

იუსტიციის სასწავლო ცეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. სპეციალიზაციის კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემას ეძღვნებოდა.

 ოთხ დღიანი ტრენინგის განმავლობაში განიხილეს ბავშვზე ძალადობის საკითხები,  მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე და ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლები; მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 

 ტრენინგი დაეხმარა მონაწილეებს სწავლის პროცესის დაგეგმვისთვის და მოდერაციისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში,  მონაწილეები გაეცნენ ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდებს და მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს.