სიახლეები

ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი “მე ვირჩევ თანასწორობას“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და  ევროპისსაბჭო ახორციელებენ პროექტს ”ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი ანტიდისკრიმინაციულ თემაზე”.  ღონისძიება ტარდება კამპანიიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“  მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებრივი ჩართულობისწახალისება. პროექტი ტარდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 16 წლის ასაკიდან, როგორც პროფესიონალს, ისე - მოყვარულს. 

საკონკურსო ნამუშევრები უნდა შეიცავდეს თანასწორობის, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის წინაარმდეგ ბრძოლის თაობაზე გზავნილს. 

საკონკურსო ნამუშევრები შესაძლოა შესრულებული იყოს როგორც ხელით, ისე კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით. ამასთან ერთმა ადამიანმა შესაძლოა, გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი: ფოტოსურათი, ნახატი ან პოსტერი.

წარმოდგენილი ნამუშევრებიდან სამი საუკეთესო აირჩევა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ნამუშევრის შესაბამისობა თემატიკასთან
  • საკითხის ორიგინალური გამოხატვა 

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაშიორგანიზატორები იტოვებენ უფლებასმოხსნან ნამუშევარი კონკურსიდან. ნამუშევრებს გამოავლენს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ორგანიზატორების მიერ. 

კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია საკუთარ ნამუშევარს თან დაურთოს ნამუშევრის აღწერილობა (არაუმეტეს 50 სიტყვისა) და ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრის შინაარსი მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის.

კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები. 

ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 4 დეკემბერი , 23:59 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი

(+995) 558 99 58 39, mgeletashvili@tcj.gov.ge