სიახლეები

ტრენინგი "ქართული ენის მართლწერისა და სტილის საკითხები"

ქართული ენის მართლწერისა და სტილის საკითხებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი მიეძღვნა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ქართულ ენაში მოქმედი ძირითადი პრინციპების გაცნობა. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს ის ენობრივი მექანიზმები, რომლებიც ნორმათა ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს; ასევე გაეცნენ ყველა იმ რესურსს რომლებიც სალიტერატურო ენაზე სწორმეტყველებისა და სწორად წერის პრინციპებს მოიცავს.

პროგრამის გავლის შედეგად მონაწილეები შექმნიან ენობრივ პრობლემათა ამსახველ ელექტრონულ ბანკებს, რომლებიც სპეციალისტთა ჩართვისა და შეთანხმების შედეგად ხელს შეუწყობს ახალი დამხმარე რესურსების შექმნას ენის ფუნქციონირების კონკრეტული მიმართულებით.

პროგრამა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მას ენათმეცნიერი ნინო შარაშენიძე უძღვებოდა.