სიახლეები

ტრენინგი "ბიბლიოთერაპია"

ბიბლიოთერაპიასა და მისი ზეგავლენის საკითხს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი მიეძღვნა. ტრენინგი პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისათვის ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა მსჯავრდებულებთან ბიბლიოთერაპიის, როგორც დამხმარე მეთოდის გამოყენება.

პროგრამის მოდული დატვირთულია იგავებით, ლიტერატურული ნაწარმოებებით, მეტაფორული რეფლექსიებით, მითებით, ბრძნული გამონათქვამებით, როლური გათამაშებით, დისკუსიებით ,ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოებით.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ ბენეფიციარებთან ინტერვენციას და მათ დახმარებას ღირებულებათა სისტემის კონსტრუირებაში.