სიახლეები

ტრენინგ- კურსი „ხელშეკრულების შედგენა“

ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების გამართულად შედგენისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის სწავლების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგ- კურსი ჩატარდა.

ტრენინგ- კურსი „ხელშეკრულების შედგენა“ სპეციალურად სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმებული იურისტებისთვის შეიქმნა. კურსი ეხმარება მონაწილეებს შეძლონ ინგლისურენოვანი, რთული სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

ტრენინგის განმავლობაში განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: გირაოს ოქმის შედგენა, იპოთეკა, თავდებობა, კონტრაქტის ნიმუშები, ფორმალური წერილების შედგენა, ხელშეკრულების შედგენა და სხვა სახელშეკრულებო სამართალთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგები ასევე მოიცავდა პრაქტიკულ, მიზნობრივ ჯგუფზე მორგებულ სავარჯიშოებს.

სამ თვიანი ტრენინგი საქართველოს ბანკში დასაქმებული იურისტებისთვის ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.