სიახლეები

ტრენინგი "სახელმწიფო სერვისების მიწოდება"

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მონაწილეები სერვისის გამცემი საჯარო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები უკეთ გაიცნობენ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცესებს და გააუმჯობესებენ სახელმწიფო სერვისების გაცემის პროცედურას.

”სახელმწიფო სერვისების მიწოდების“ ტრენინგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაკვეთითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. ტრენინგი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) -ის ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო პროცესს უძღვებოდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი, სერტიფიცირებული ტრენერი სერვისების მიწოდებაში, ნინო ბეჟაშვილი.