სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საგანმანათლებლო პროექტებს ერთობლივად განახორციელებენ

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა  და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმის გაფორმების მიზანია ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ. 
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა,  გიორგი ვაშაკიძემ,  5 წლის ვადით.
 
დოკუმენტის ხელმოწერით  მხარეები ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო პროექტებსა და ტრენინგებს.