სიახლეები

ტრენინგი გადახდისუუნარობის სამართლის თემაზე

გადახდისუუნარობის სამართლის ძირითადი პრინციპები, თეორიული საფუძვლები და გადახდისუუნარობის პრობლემის გადაჭრის საკანონმდებლო მექნიზმები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად დებულებებს, პრინციპებს, აგრეთვე ვალაუვალობის კრიზისის დაძლევის სამართლებრივ და პროცესუალურ მექანიზმებს.

ტრენინგის გავლის შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ექნებათ ზოგადი ცოდნა ქართული გადახდისუუნარობის სამართლის შესახებ და გააცნობიერებენ მისი პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობას. მონაწილეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პროფესიული საქმიანობის დროს და საჭიროების შემთხვევაში, ექნებათ უნარი მოძებნონ და განახორციელონ ეფექტური ღონისძიებები.