სიახლეები

ტრენინგზე "ემოციური ინტელექტი" რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას  ტრენინგზე „ ემოციური ინტელექტი“!  კურსი ჩატარდება 20-21 მაისს 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

კურსს უძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, ხათუნა მარწყვიშვილი;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გრაცის უნივერსიტეტის(ავსტრია) მოწვეული პროფესორი;
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფსიქომეტრული ლაბორატორიის ემოციური ინტელექტის ავტორიზებული კურსის ლიცენზიის მფლობელი;
საქართველოში, ემოციური ინტელექტის შესახებ პირველი სამეცნიერო კვლევის ავტორი. 
ტრენინგის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ემოციური ინტელექტის კონცეპტსა და  ძირითად თეორიულ მოდელებს, რომელთა საფუძველზეც განიხილავენ რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციებთან დაკავშირებული კომპეტენციები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება.  კვლევები მოწმობს, რომ ადამიანები, რომელთაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებაში არსებულ წინააღმდეგობებს, ნაკლებად აქვთ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან განსაკუთრებული სოციალური უნარებით და ადვილად აღწევენ წარმატებას სხვადასხვა სფეროში: სამუშაო გარემო და კარიერული წინსვლა; ინტერპერსონალური ურთიერთობები და აკადემიური სფერო.

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია ემოციური ინტელექტის შესახებ არსებული სხვადასხვა შეხედულებებისა და თეორიული მოდელების გაცნობა; იმ მეთოდიკების სწავლება, რომლითაც ემოციებთან დაკავშირებული უნარების განვითარება და გავარჯიშებაა შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ემოციური კომპეტენციების შეფასება, რეფლექსიის სტიმულირება და იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ემოციური ინტელექტი.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:  გააცნობიერონ და ყურადღება გაამახვილონ როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ადამიანების ემოციების მართვის, გაგების, იდენტიფიკაციის, რეგულირებისა და გამოხატვის მნიშვნელობაზე; შეძლებენ გაიგონ რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად და, ასევე, როგორ გამოიყენონ და გაივარჯიშონ ემოციებთან დაკავშირებული უნარები და კომპეტენციები.

კურსი წარმოადგენს გზამკვლევს მათთვის, ვისაც ემოციური ინტელექტის განვითარება სურს.

ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია  17 მაისის  ჩათვლით.  დარეგისტრირდით

ღირებულება: 380 ლარი. 

ღირებულება მოიცავს ყავა-ჩაისა და ლანჩის შესვენებებს.  

თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა  18 მაისი.

გადახდის რეკვიზიტები