სიახლეები

ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023 იწყება!

ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, გაეროს განვითარების  პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას 2023 წლის ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლაში.

საზაფხულო სკოლის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. სასწავლო პროგრამა ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გაჯერებულია სხვადასხვა სახის აქტივობებით.

საზაფხულო სკოლა გაიმართება 19-23 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:

-         ფლობს სახელმწიფო ენას;

-         არის 25 წლამდე ასაკის;

-         მზადაა სრულად დაესწროს საზაფხულო სკოლას.

 

*რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წახალისებულნი არიან, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

მონაწილეთა რეგისტრაცია

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო  წერილი  განაცხადის ფორმის მეშვეობით.

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი, თუ რა სახის გამოცდილება აქვს მონაწილეს ადამიანის უფლებების მიმართულებით, რატომ სურს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

იხ. სარეგისტრაციო ფორმა.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მაისი.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: projects@tcj.gov.ge

 

Human Rights Summer School 2023

 

The European Union (EU), the United Nations Development Programme (UNDP) and the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (OHCHR), in cooperation with the Training Center of Justice of Georgia, are pleased to announce that enrolment is now open for the Human Rights Summer School 2023. The Summer School is being held under the EU-funded project “Human Rights for All”. 

 

The Summer School covers a range of human rights topics aiming to enhance young people’s knowledge and awareness of human rights.

 

The Summer School will take place from 19 to 23 June at the Kvareli Training Center of Justice.

 

Participation and Admission Criteria:

 

The summer school is open for the students or graduates of the Faculty of Law, Socio-Political Sciences and Humanitarian Studies from accredited higher education institutions in Georgia. The participants are expected to:

  • have proficiency in the state language;
  • be under 25 years of age;
  • be willing to fully attend the summer school programme.

 

*Students from regional universities are encouraged to apply.

 

Registration of Participants:

 

Interested individuals should submit their CVs and Cover Letters via the application form. A cover letter should describe their experience in the field of human rights, their motivation for participating in the summer school, and their plans to apply the acquired knowledge in their future activities. A cover letter should not exceed 300 words.

 

Deadline for submissions: May 20, 2023

 

Summer School graduates will receive certificates of participation in both Georgian and English languages.

 

The organizers will fully cover transportation and accommodation costs for all participants.

 

Contact information:

 

E-mail: projects@tcj.gov.ge