14 ივნისს, 19:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდება.
საჯარო ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო!
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივით გეძლევათ შესაძლებლობა, დაესწროთ საჯარო ლექციას თემაზე:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა - გზა თანასწორობამდე“.
ლექციას ჩაატარებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი მარიკო კობახიძე.
საჯარო ლექციის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ შემდეგ ინფორმაციას:
ლექცია ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 14 ივნისი, 12:00 საათი.
საჯარო ლექციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (14 წლის ასაკიდან), ვინც მოხვდება პირველ 50 რეგისტრირებულს შორის.
პასუხები საჯარო ლექციაზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე 14 ივნისის 15:00 საათამდე.
ლექციის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.
საჯარო ლექცია იმართება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.