სიახლეები

ტრენინგზე „აკადემიური წერა იურისტებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე „აკადემიური წერა იურისტებისთვის"!  კურსი ჩატარდება  11, 12, 15, 18, 19, 22 ივლისს,  ონლაინ, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

ტრენინგის თარიღები და დრო:

11 ივლისი - 19:00 - 21:00 სთ;
12 ივლისი - 19:00 - 21:00 სთ;
15 ივლისი - 10:00 - 14:00 სთ;
18 ივლისი - 19:00 - 21:00 სთ;
19 ივლისი - 19:00 - 21:00 სთ;
22 ივლისი - 10:00 - 14:00 სთ.

კურსს უძღვება სამართლის მაგისტრი, გიორგი ჩიფჩიური;

სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოს თანაავტორი;

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ადამიანის უფლებების კლინიკის ხელმძღვანელი.

 

ტრენინგისაღწერა:

პროგრამა დაკავშირებულია სამართლებრივი ენის, როგორც ტექნიკური ენის შესწავლასა და პრაქტიკაში გამოყენებასთან. სამართალი ენის საშუალებით არსებობს და მისი გაგების ან გამოყენებისთვის, გარდა პროფესიულისა, ენობრივი ცოდნა და უნარებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ტრენინგი მოიცავს სამართლებრივი ენის გაგების/განმარტების მეთოდების ათვისებას და მისი გამოყენებით იურიდიული დოკუმენტების შედგენას ყველასათვის გასაგებ ენაზე.

 

ტრენინგის მიზანი:

სამართლებრივი ენის გაგება აუცილებელია ნოტარიული დოკუმენტების, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის, სხვადასხვა სირთულის იურიდიული დოკუმენტების შედგენის, საპროცესო უზრუნველყოფისა და ასევე სხვა სამართლებრივი მომსახურების მიღების ან გაწევის დროს. იურისტებისთვის აკადემიური წერის უნარების გამომუშავება, პრაქტიკული მაგალითებისა და სწორად შედგენილი ნიმუშების განხილვის გზით, ხელს შეუწყობს ტრენინგის მონაწილეების სამართლებრივი წერის უნარების გაუმჯობესებას.

 

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:

ნებისმიერი სირთულის იურიდიული დოკუმენტის შინაარსის გარკვევას. ადმინისტრაციული და საპროცესო წარმოებისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტების შედგენას აკადემიური ენის გამოყენებით. ხელშეკრულების, საჩივრის, საკანონმდებლო წინადადების ან/და სხვა აქტუალური იურიდიული დოკუმენტების შემუშავებას ადრესატისთვის გასაგებ ენაზე.

 

ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია  9 ივლისის  ჩათვლით. დარეგისტრირდით 

ღირებულება: 145 ლარი. 

თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა: 10 ივლისი.  გადახდის რეკვიზიტები