სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას   10-14  ივლისს გაიაროთ უფასო ტრენინგი შემდეგ თემებზე:

 

10 ივლისი:

11:00  - არასრულწლოვანთა უფლებები - ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა- დარეგისტრირდით

15:00   - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია (და მასზე რეაგირების მექანიზმები). - დარეგისტრირდით

 

11 ივლისი:

11:00 - სექსუალური შევიწროება - შემთხვევის ამოცნობა და საკანონმდებლო რეგულირება - დარეგისტრირდით

15:00   - სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული წარმოება - დარეგისტრირდით

12 ივლისი:

15:00 - საჯარო სამსახურში მიღების წესი და პროცედურა - დარეგისტრირდით

13 ივლისი:

11:00 - დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესთა კონფლიქტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას - დარეგისტრირდით

15:00- სააღსრულებო მოქმედებები ქართულ კანონმდებლობაში - დარეგისტრირდით

14 ივლისი:

11:00 - სამუშაო ადგილზე შრომის ორგანიზების პრაქტიკული გამოწვევები -დარეგისტრირდით

15:00 - დირექტორის ინსტიტუტი და მისი არსი კორპორაციულ მართვაში - დარეგისტრირდით

 

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

 

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ივლისი, 15:00 სთ !!

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 8 ივლისს.