სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 10 აგვისტოს 15:00 საათზე ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით, დაესწროთ უფასო სამართლებრივ ტრენინგს თემაზე: „ევროინტეგრაციის ისტორია და საქართველო ევროკავშირის გზაზე“.

ტრენინგი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 სთ.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აგვისტო, 17:00 სთ !!

პასუხები, ტრენინგზე მოხვედრის თაობაზე, დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე 7 აგვისტოს.

 

რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfdLddWU5WFI-jvaAHwNj_bKXNVtRtgiWiuYg8k1qIkDyrBIg/viewform?usp=sf_link

სასწავლო ცენტრი 2023 წლის აგვისტოს თვეში ევროინტეგრაციის საკითხებსა და კიბერ უსაფრთხოების თემატიკაზე ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ონლაინ ტრენინგებს.