სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 17 აგვისტოს ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით დაესწროთ უფასო სამართლებრივ ტრენინგს თემაზე:

„ევროკავშირი და მისი სამართლებრივი სისტემა“

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.


‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 17:00 სთ - დარეგისტრირდი 


პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე 14 აგვისტოს.


სასწავლო ცენტრი 2023 წლის აგვისტოს თვეში ევროინტეგრაციის საკითხებსა და კიბერ უსაფრთხოების თემატიკაზე ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ონლაინ ტრენინგებს.