სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 24 აგვისტოს ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით, დაესწროთ უფასო სამართლებრივ ტრენინგს თემაზე:

 „ინტერნეტ-თაღლითობა და გამოწვევები პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით“

 

ტრენინგი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას კიბერდანაშაულის შესახებ და შესაბამისად, პოტენციურ მსხვერპლად გახდომის რისკების შემცირებას. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული განვითარების ეპოქაში თაღლითობის ახალ მეთოდებსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ეფექტურ გზებს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას კიბერდანაშაულის ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების, მიდგომებისა თუ გამოცდილებების შესახებ.

 

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 სთ.

 

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 აგვისტო, 17:00 სთ.

 

ტრენინგზე მოხვედრის თაობაზე, დარეგისტრირებულ პირებს პასუხები გაეგზავნებათ 21 აგვისტოს მათ მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfcLbFzvzKa_6Ss6pu888va2GIQ-ivkV6rg_StlFrvhVg1hlA/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0

 

სასწავლო ცენტრი 2023 წლის აგვისტოს თვეში ევროინტეგრაციის საკითხებსა და კიბერ უსაფრთხოების თემატიკაზე ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ონლაინ ტრენინგებს.