სიახლეები

საჯარო ლექციაზე - „არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება" რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივით გეძლევათ შესაძლებლობა, დაესწროთ საჯარო ლექციას თემაზე: „არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება".

ლექცია 29 სექტემბერს, 19:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდება.

სპიკერი ნინო ქურასბედიანი, საჯარო მმართველობის დოქტორი.

საჯარო ლექციის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ შემდეგ ინფორმაციას:

  • არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავების რისკები;
  • ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის გავლენა არასრულწლოვანის პერსონალურ მონაცემებზე;
  • არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმები.

საჯარო ლექცია ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი, 17:00 საათი.

საჯარო ლექციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (14 წლის ასაკიდან), რომელიც მოხვდება პირველ 50 რეგისტრირებულს შორის.

პასუხები საჯარო ლექციაზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე  26 სექტემბრის 17:00 საათამდე.

ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.

დარეგისტრირდი