სიახლეები

ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსზე განცხადებების მიღება დაიწყო!

საქართველოს ნოტარიუსთა  პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2023 წლის 27 სექტემბრის N230/ს ბრძანებით გამოცხადდა სტაჟიორთა კონკურსი. კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 1 და 15 ნოემბერს ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად ჩატარდება.

I ეტაპი - ზოგადიუნარ-ჩვევები, 1 ნოემბერი, 2023წ. 

II ეტაპი - პროფესიული ნაწილი, 15 ნოემბერი, 2023წ.

სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: აპლიკანტს რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კონკურსში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) განაცხადი თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1ა);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

 

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე.  რეგისტრაციის ვადა სრულდება კონკურსის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge ან იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომისიის სამდივნოში, მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.

 

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის  28 სექტემბრიდან  26 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  stajirebanotary@tcj.gov.ge

 

საკონტაქტო პირები:

ქეთევან ზვიადაძე, ელ. ფოსტა: kzviadadze@tcj.gov.ge

საკონტაქტო ტელეფონი  (+995 32) 294 22 65

მეგი ოდიშელიძე,  ელ. ფოსტა: modishelidze@tcj.gov.ge

საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 238 22 59

 

მოთხოვნები სტაჟირების გავლის მსურველი პირის მიმართ

„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად:

 

ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

 

გამოცდის ფორმა და ეტაპები

პირველი ეტაპი - ზოგადი უნარები - 100 კითხვა, 2 საათი.

მეორე ეტაპი - პროფესიულ ნაწილში ტესტირება 100 კითხვა, 3 საათი.

კანდიდატს, რომელიც ზოგადი უნარების ტესტში მიიღებს 70 ანმეტქულას, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ნაწილის ტესტირებაში, ხოლო პროფესიული ნაწილის ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 75 ქულა.

კონკურსში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირების ორივე ეტაპს და თითოეულ ეტაპზე დააგროვებს განსაზღვრულ ქულას.

 

 

იხილეთ სტაჟიორთა  გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

განაცხადის ფორმა

 

„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანება.

 

გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საგამოცდო პროგრამაში მითითებული სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებული ვერსიებით 

საგამოცდო პროგრამა