სიახლეები

ტრენინგზე „გადახდისუუნარობის შესახებ კანონის ძირითადი ასპექტები“ რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე „გადახდისუუნარობის შესახებ კანონის ძირითადი ასპექტები“!

ტრენინგი ჩატარდება 21 და 22 ოქტომბერს, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.


კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ გადახდისუუნარობის სამართლის ძირითადი პრინციპები, თეორიული საფუძვლები და მიმოიხილონ აღნიშნულ საკითხებზე არსებული სასამართლო პრაქტიკა.

ტრენინგს უძღვება ტრენერი გიორგი ბათლიძე.

ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია 18 ოქტომბრის ჩათვლით!

დარეგისტრირდით

ტრენინგის ღირებულებაა 380 ლარი.

თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი.  გადახდის რეკვიზიტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: აღნიშნული კურსი არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსს და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის წინაპირობას.