ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკის გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი აქტების, როგორც ინდივიდუალური, ასევე, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების სამართლებრივი საფუძვლები.
  • საკანონმდებლო აქტისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები.
  • საქართველოს პრეზიდენტის აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილების, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტებისა და მათი განმარტებითი ბარათის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები; საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკა. 

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.