ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია მონაწილეები გააცნოს სახელმწიფო შესყიდვების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს; შეასწავლოს თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისას, შესყიდვების დოკუმენტაციის შედგენისას; განხორციელების საშუალებების და მეთოდების შერჩევა, ასევე, გასაჩივრების პროცედურის თავისებურებისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმები; შესძინოს შესყიდვების დოკუმენტაციის დამოუკიდებლად შედგენის უნარ-ჩვევები.

 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის დამოუკიდებლად შედგენა.
  • სახელმწიფო შესყიდვების არსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვის განხორციელების საშუალებები და მეთოდები;
  • ტენდერი, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტენდერი, სატენდერო წინადადების მიღება, გახსნის, განხილვისა და შეფასების წესი;
  • გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ტენდერი;
  • შესყიდვა კონკურსის წესით;
  • გასაჩივრება და დავების გადაწყვეტის მექანიზმები;
  • სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკული შედგენა;
  • შავი და თეთრი სია;
  • დავების საბჭო.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ბუღალტრებს, იურისტებს, შესყიდვების ან  ლოჯისტიკის სპეციალისტებს, აუდიტის განმახორციელებელ პირებს და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირს.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.