ტრენერები

ნინო რომაშვილი

ტრენერი


სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0186, სანდრო ეულის 3ა
ტელ: +995 2 942238
ელ-ფოსტა: nromashvili@tcj.gov.ge
nino_romashvili@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.tcj.gov.ge

განათლებით ეკონომისტი, იურისტი და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი.

სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. გავლილი აქვს არაერთი გადამზადების კურსი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ნინო რომაშვილს გააჩნია 21 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებში (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია) მუშაობის 8 წლის გამოცდილება, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 7 წლის გამოცდილება, ტრენინგების ჩატარების 16 წლის გამოცდილება, უმაღლეს სასწავლებლებში სამართლის სწავლების 7 წლის გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება.

2013 წლის ოქტომბრიდან მუშაობს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენერად კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალში; ამზადებს და კურირებს თვითმმართველობის მიმართულების ტრენინგ - პროგრამებს.

გახლავთ ორი წიგნის თანაავტორი (,,საჯარო მოსამსახურის სამაგიდო წიგნი“, ,,საკრებულოს წევრის სამაგიდო წიგნი“), სხვადასხვა პუბლიკაციების და კვლევების ავტორი.

1998 წლიდან დღემდე ექსპერტის, ტრენერის და მკვლევარის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგი ორგანიზაციების პროგრამების განხორციელებაში: EU, World Bank, TACIS, USAID, Urban Institute, CARE International in the Caucasus, DFID, SDC, International Idia, OSGF, GSIF, CHF International, Mercy Corps, World Vision International, Eurasia Fundation.

სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობისას დაუგროვდა ცოდნა და გამოცდილება: ტრენინგ-სემინარების მომზადება-ჩატარებაში; უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ საქმიანობაში; კანონშემოქმედებით საქმიანობაში; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში; საკონსულტაციო საქმიანობაში სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით; პროექტების მომზადებასა და მართვაში, ცენტრალურ, რეგიონულ, ადგილობრივ ორგანოებთან და თანამდებობის პირებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მრავალმხრივი საქმიანი ურთიერთობის.

ფლობს საოფისე პროგრამებს, ინგლისურ (B კატეგორია) და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.